გაფართოებული ძებნა

კარტოფილი

Image

კარტოფილის საჩვენებელი ნაკვეთი

2008 წელს სოფელ ანდაში, 2010, 2011 და 2012 წლებში სოფ. წნისში, მოეწყო კარტოფილის საცდელი-საჩვენებელი ნაკვეთი, რომელიც მიზნად ისახავდა ერთნაირი მოვლის პირობებში მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოვლენას. საჩვენებელ ნაკვეთებზე დაითესა საშუალოდ 26 სხვადასხვა ჯიშის ჰოლანდიური ელიტა კლასის კარტოფილის სათესლე მასალა. ჩატარებული იქნა ყველა ის ღონისძიება, რაც ითვალისწინებდა სათესლე მასალის დამუშავებას, ნიადაგის განოყიერებას, შემდგომ ჰერბიციდების გამოყენებას, ვეგეტაციის პერიოდში ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენებას, შესაბამისად მორწყვას.

გამოცდის შედეგად გამოიკვეთა მაღალმოსავლიანი ჯიშები: ,,პიკასო", ,,სავიოლა'', ,,პეკარო", ,,ფალუკა", ,,არნოვა", ,,არინდა", ,,მარკიზი", ,,აბიშენი", რომელთა მოსავლიანობა შეადგენდა ჰექტარზე საშუალოდ 50-57 ტონას, ხოლო ყველაზე დაბალი მჩვენებელი კი - 35-40 ტონას ჰექტარზე.

 




Copyright © 2013, სასოფლო საკონსულტაციო სამსახური


ვებ-გვერდის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. შინაარსზე პასუხს აგებს შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური“ და შესაძლოა ის არ ასახავდეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებს.