გაფართოებული ძებნა


  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მაკეობის და მის შემდგომ პერიოდში მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ამიტომ აუცილებელია პირუტყვის რაციონალური კვება, მშრალ საკვებთან ერთად უნდა მიეცეს საკვებდანამატები, კერძოდ, პრემიქსი და ვიტამინების კომპლექსი.

  • გაზაფხულზე აუცილებელია ფუტკრის საკვების მარაგის შემოწმება, საკვების დეფიციტის შემთხვევაში დამატებით უნდა მიეცეს კანდი, ერთ ოჯახზე 0,5 – 1კგ-ს ოდენობით ოჯახის სიძლიერის მიხედვით.

  • გაზაფხულზე, დათბობისთანავე, კვიტრის დაბერვამდე სასურველია ხეხილი შეიწამლოს სპილენძის შემცველი პრეპარატებით და მინერალური ზეთებით.

  • სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში აუცილებელია გატარდეს მღრნელების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

     
  • აგვისტოს თვეში ყველაზე მნიშვნელოვანია მცენარეს ჰქონდეს ტენი, ამიტომ საჭიროა ფერმერმა უზრუნველყოს მცენარის ტენით მომარაგება, ტენის ზომიერად მიწოდებისათვის უპირატესობა ენიჭება წვეთოვანი სისტემებით მორწყვას. ამ მეთოდით მორწყვისას ფერმერს შეუძლია მიაწოდოს მცენარეს დამატებითი საკვები.
 
  • როგორც ცნობილია,აგვისტოს თვეში მსხვიფეხა რქოსან პირუტყვში მასიურად ვრცელდება დაავადება პიროპლაზმოზი (ტკიპა, ცხელება), სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის მიმართეთ ვეტერინარს.

 

  •  რძის შემცვლელი არის საუკეთესო სკვები მოზარდისათვის სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე. შეიცავს სასარგებლო ვიტამინების, მიკროელემენტების და ამინომჟავების აუცილებელ კონცენტრაციას. ნატურალური ცხიმები უზრუნველყოფს საკვების კარგად შეთვისებას. ის სრულად ანაცვლებს ნატურალურ რძეს.გამოცდილი ფერმერები უპირატესობას ანიჭებენ მოზარდის რძის შემცვლელით კვებას, რადგან ის შეიცავს ცილებისა და ცხიმების ყველაზე ოპტიმალურ რაოდენობას , რაც ჭირდება ორგანიზმს. ეს არის სრულფასოვანი, გემრიელი საკვები და გარანტია მოზარდის შენარჩუნებისა და სწრაფი ზრდისთვის,რძის შემცვლელი იხსნება 45-50 ͦ С წყალში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოიყენება მომზადებისთანავე. 100-125 გრ ფხვნილი იხსნება 1 ლიტრ წყალში. რძის შემცვლელის მიცემა შეიძლება დაბადებიდან 3-7 დღის შემდეგ. დღეში 2-3-ჯერ4-6 ლიტრის ოდენობით.არ შეიძლება წყლისმიცემა საკვების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში და მზა ხსნარის შენახვა .

 

  • მრავალწლიანი ბალახების თესვა: საგაზაფხულოდ მრავალწლიანი ბალახები უნდა დაითესოს ნიადაგის პირველი გაშრობისთანავე. ნიადაგი უნდა მოსწორდეს კულტივატორით და ფარცხით, შემდეგ უნდა დაითესოს მრავალწლიანი ბალახების სათესით, სათესის არ არსებობის შემთხვევაში ნიადაგის მოსწორების შემდეგ, ხელით უნდა მოითესოს ჯვარედინად და კბილებიანი ფარცხით დაიფარცხოს.
    თესვისას უნდა გავითვალისწინოთ ჩათესვის სიღრმე, რეკომენდებულია 1-2 სმ სიღრმეზე თესვა (ღრმად ჩათესვის შემთხვევაში აღმოცენების პროცენტი იქნება დაბალი), მრავალწლიანი ბალახების თესვა აგრეთვე შეიძლება დაუხნავად არსებულ სათიბებზებე შეთესვით (ამ ოპერაციის შესრულება შეიძლება სპეციალური აგრეგატით). მრავალწლიანი ბალახების ნათესის განოყიერება რეკომენდებულია მინერალური სასუქებით.

      

  • მარცვლეულის თესვა: საგაზაფხულოდ მარცვლეული უნდა დაითესოს ნიადაგის პირველი გაშრობისთანავე. ნიადაგი უნდა მოსწორდეს კულტივატორით და ფარცხით, სასურველია დაითესოს მარცვლეულის სათესით, სათესის არ არსებობის შემთხვევაში, ნიადაგის მოსწორების შემდეგ, მარცვლეულის სათესლე მასალა უნდა მოითესოს ჯვარედინად ხელით და კბილებიანი ფარცხით დაიფარცხოს.
    თესვისას უნდა გავითვალისწინოთ ჩათესვის სიღრმე, რეკომენდებულია 2-3 სმ სიღრმეზე თესვა, ასევე აუცილებელია მცენარის გამოკვება კომბინირებული სასუქებით.

  • სასურველია ნოემბერ-დეკემბერში პირუტყვი დამუშავდეს ბიომექტინით, პრომექტინით, ვილმექტინით ან ბროვერმექტინით შინაგანი და გარაეგანი მავნებლების წინააღმდეგ. კონსულტაციისათვის მიმართეთ შპს ,,სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის" სპეციალისტებს.

   

  • აღმოსავლური ნაყოფჭამია – აზიანებს ატმის, გარგარის, კომშის, ქლიავის ნაყოფებსა და ყლორტებს, პირველსა და მეორე თაობის მატლები უმთავრესად ყლორტის შიგნით იჭრებიან, ხოლო მომდევნო მესამე, მეოთხე, მეხუთე თაობა იშვიათად აზიანებს ყლორტებს და ნაყოფით იკვებება. დაზიანებულ ყლორტებს წვერი უხმება. ზრდასრული მატლი ზამთრობს შტამბსა და დედატოტებზე ქერქის ქვეშ ნიადაგში და ხილის საცავებში, წლის განმავლობაში 5 თაობას იძლევა.

 

  • ვაშლის ნაყოფჭამია – აზიანებს ვაშლს, მსხალს, კომშს, კაკალს. მატლი ნაყოფში იჭრება ყოველი მხრიდან, მაგრამ უფრო ხშირად მზისგან დაფარულ ადგილას.მატლი იკვებება ნაყოფის რბილობით და თესლით. დაზიანებული ნაყოფი ნაადრევად ცვივა. ზამთრობს შტამბზე და ნაწილობრივ ნიადაგში, ხილის საწყობებში და სხვა. წელიწადში იძლევა 2-3 თაობას.

 

  • ბროკოლი, ანუ სატაცურისებრი კომბოსტო.
    ბროკოლი ანუ სატაცურისებრი კომბოსტო, ივითარებს თავს, თუმცა იგი მას უფრო ფხვიერი აქვს და იშლება ცალკე ყლორტებად, რაც ძლიერ წააგავს სატაცურის ყლორტებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ბოლოები ყვავილის მსგავსადაა განვითარებული. ბროკოლი ცნობილი სამკურნალო და პროფილაქტიკური მცენარეა, მის შემადგენლობაში არსებული ფარმაცევტულად აქტიური ნივთიერებები კიბოს საწინააღმდეგო თვისებებითა და რადიო პროტექტულობით ხასიათდება. ამასთან ვიტამინების ცილებისა და ადამიანისათვის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით იგი აჭარბებს ყვავილოვან კომბოსტოს. გარდა ამისა იგი მასთან შედარებით 7-10 დღით ადრე შემოდის. პროდუქტიული ორგანოა თავი. რომელიც ძირითადათ წარმოადგენს ნაირგვარი შეფერილობის ყვავილების ბუტონებს ნაზ ღეროებთან ერთად. ბროკოლს ახასიათებს გრძელი სავეგეტაციო პერიოდი, ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით მეტი ყინვაგამძლეობა. ბროკოლის აგროტექნიკა ყვავილოვანი კომბოსტოს აგროტექნიკის მსგავსია. თუ ჩითილებს დავრგავთ ივნისსა და ივლისში, მაშინ იგი ზამთრის პერიოდში მოგვცემ მოსავალს (ბროკოლი -8-10 გრადუსი ყინვის შემთხვევაში არ ფუჭდება), თბილ ზონებში კი ადრე გაზაფხულზე შეგვიძლია მივიღოთ მოსავალი. ცენტრალური თავის კოკრების გაშლის ფაზაში მოჭრის შემდეგ, სიმწიფეში შესვლას იწყებენ გვერდითა ფოთლის იღლიებში განვითარებული ეგრეთ წოდებული გვერდითი თავები (ანუ მეორე მოსავალი).

 

  • ვეგეტაციის პერიოდში კარტოფილის, კომბოსტოს, პომიდორის, წიწაკის, ლობიოს, კიტრის, ხახვის, ჭარხლის და სტაფილოს ნაკვეთებში როგორც წესი შეინიშნება მეორე თაობის ბალახები, ე ს ბალახებია ძირითადად ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველები, ამ სარეველების წინააღმდეგ შესაძლებელია ჰერბიციდი პანტერას გამოყენება რაც 14 – 20 დღეში ანადგურებს აღნიშნულ სარეველებს.

 

 

 

  • ნებისმიერ კულტურას ეს იქნება კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კიტრი, ხახვი, ჭარხალი და სხვა ვეგეტაციის პერიოდში უჩნდება სხვადასხვა სოკოვანი დავადება, ამ დაავადებების მიმართ შეიძლება ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიება სხვადასხვა ფუნგიციდების გამოყენებით. ფუნგიციდების გამოყენებისას სასურველია არ გამოვიყენოთ ერთიმეორის მიყოლებით ერთი და იგივე ფუნგიცი, უკეთესი შედეგი გვექნება თუ მორიგეობით გამოვიყენებთ სხვადასხვა სახის ფუნგიციდს.

     

     





Copyright © 2013, სასოფლო საკონსულტაციო სამსახური


ვებ-გვერდის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. შინაარსზე პასუხს აგებს შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური“ და შესაძლოა ის არ ასახავდეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებს.