ჰიბრიდული სიმინდი
მცირეფართობებზე მარცვლოვანი კულტურების წარმოებისას სიმინდი მეტად შემოსავლიანი კულტურაა, გარდა ამისა, საუკეთესო წინამორბედია კარტოფილის თუ სხვა კულტურების საწარმოებლად, ამიტომ სასაოფლო საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერებს შესთავაზა ჰიბრიდული სიმინდის წარმოება. 2007 წელს გამოიცადა ჰიბრიდული სიმინდი სოფელ რუსთავში, სოფელ კახარეთში, სოფელ სმადაში, სოფელ უდეში, სოფელ უნწაში, სოფელ წნისში, სოფელ ზანავში (ბორჯომის რაიონი). გამოცდაზე გამოყენებული იყო კომპანია პიონერის სიმიდის სათესლე მასალა, გამოცდის შედეგად ფერმერებმა საშუალოდ ჰექტარზე 8 -- 9 ტონა მოსავალი მიიღეს.