გაფართოებული ძებნა

ჩვენ შესახებ


ჩვენ შესახებ

სადემონსტრაციო ნაკვეთი

ფერმერთა მომსახურების ცენტრი შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" 2008 წელს შეიქმნა. გვაქვს ფილიალები ახალციხეში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალქალაქში. ჩვენ ვთანამშრომლობთ წარმოების საშუალებების უცხოურ და ადგილობრივ მომწოდებლებთან, რათა ფერმერებს მივაწოდოთ ხარისხიანი სათესლე მასალები, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვეტერინარულ პრეპარატები, სასოფლო- სამეურნეო ინვენტარი. სერვისცენტრს ყავს გამოცდილი აგრონომები და ვეტერინარები, რომლებიც კლიენტებს სთავაზობენ კონსულტაციასა და ტრენინგებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხებზე. აგრეთვე, მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მაღაზიაში მიუსვლელად მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია.

2014 წლიდან, ცენტრს განვითარებაში ხელს უწყობს USAID/REAP-ის პროექტი, რომლის დახმარებით ახალციხეში ავაშენეთ ახალი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და მოვაწყვეთ ტექნოპარკი, რომლის საშუალებითაც ადგილობრივ ფერმერებს ვთავაზობთ სხვადასხვა სამანქანო მომსახურებას. აგრეთვე, შევიძინეთ მეტეოსადგური, რათა დროულად მოხდეს ხილისა და ბოსტნეულის მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება და ფერმერების ინფორმირება სმს-ის მეშვეობით მათი გავრცელების რისკის, არეალისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.




ფერმერთა მომსახურების ცენტრს აქვს 3 ჰა კარტოფილისა და 0,5 ჰა ხახვის, წიწაკის, პომიდორისა და სხვა ბოსტნეული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთი სოფელ წნისში. სადაც ხდება ახალი სათესლე ჯიშების გამოცდა. დაინტერესებული ფერმერებისთვის ხშირად ვატარებთ მინდვრის დღეებს როგორც ვეგეტაციის, ასევე მოსავლის აღების პერიოდში, რათა პრაქტიკაში ვაჩვენოთ სხვადასხვა კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, სარწყავი სისტემების მოწყობა, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება, მექანიზაცია, მოსავლის აღება.










ჩვენი საქმიანობა ციფრებში


დამუშავებული მიწის ფართობი

მომხმარებელთა რაოდენობა




Copyright © 2013, სასოფლო საკონსულტაციო სამსახური


ვებ-გვერდის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. შინაარსზე პასუხს აგებს შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური“ და შესაძლოა ის არ ასახავდეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებს.