გაფართოებული ძებნა

საძოვრები

Image

სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე განახორციელა პროექტი ,,ეკოლოგიურად უსაფრთხო საძოვრები" სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ სოფელში: წნისი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), შოლავერი (ადიგენის მუნიციპალიტეტი), რუსთავი (ასპინძის მუნიციპალიტეტი).

პროექტის ფარგლებში, თვითოეულ თემში, საინიციატივო ჯგუფთან ერთად შეირჩა 3 ჰა ფართობის ნაკვეთი და 2010 წლის სექტემბერში მოხდა მისი შეთესვა ინოვაციური ტექნოლოგიის ე.წ ოვერსიდერის გამოყენებით. დაითესა მრავალწლიანი თავთავიან-პარკოსანი ბალახის 8 კომპონენტიანი ნარევი: თეთრი სამყურა, წითელი სამყურა, ტიმოთელა, იტალიური კოინდარი, ინგლისური კოინდარი, კურდღლის ფრჩხილა, სათითურა, მდელოს წივანა. მეთოდის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ შეთესვა ხდება მოხვნის გარეშე, სპეციალური სათესით, რის შედეგადაც არ ირღვევა ნიადაგის სტრუქტურა, შესაბამისად მცირდება ეროზიის საფრთხე, ამასთან მცირდება ფერმერის მიერ გაწეული ხარჯები ხვნის და კულტივაციის ოპერაციის ამოგდებით.




Copyright © 2013, სასოფლო საკონსულტაციო სამსახური


ვებ-გვერდის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. შინაარსზე პასუხს აგებს შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური“ და შესაძლოა ის არ ასახავდეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებს.