2014 წლის 2 ოქტომბერს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურმა ჩაატარა ღია კარის დღე კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთში, რომელიც მდებარეობს ახალციხის მუნიციპალოტეტის სოფ.წნისში.
4 ჰა ფართობზე დათესილია პარტნიორი კომპანიის ,,აგრიკო''-ს მიერ მოწოდებული ორი ჯიშის E კლასის კარტოფილი: სააადრეო - ,,იმპალა' და საგვიანო - ,,პიკასო" .
ღია კარის დღეზე მოწვეული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მეკარტოფილე ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის, ასპინძის, ადიგენის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, კომპანია ,,აგრიკოს" გაყიდვების მენეჯერი იან დეკერი, ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში დავით შერვაშიძე, რეგიონის ეკონომიკური განვითარების (RED) პროექტის წარმომადგენელი მამუკა გაჩეჩილაძე, ადგილობრივი პრესის , ტელევიზიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
როგორც სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის დირექტორმა გურამ ჯინჭველაძემ აღნიშნა, სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მინიმუმ ერთ ჰა-ზე მოსალოდნელია 50 ტონა კარტოფილის მიღება, რაც ითვლება საუკეთესო მოსავლად საქართველოს კლიმატურ პირობებში. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო ყველა ის ღონისძიება რაც განხორციელდა აღნიშნულ ნაკვეთში (კარტოფილის დათესვიდან მოსავლის აღებამდე).