რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროექტის (RED) ფარგლებში სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ამა წლის 7, 8 და 9 აგვისტოს ატარებენ ტრეინინგებს ახალციხის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფერმერებისთვის თემაზე: ,,კარტოფილის მოვლის ეფექტური მეთოდები ვეგეტაციის პერიოდში" , რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ფერმერებში. მათ მიაწოდეს ინფორმაცია მავნებელ დაავადებათა ზუსტი იდენტიფიცირების და ადეკვატური ღონისძიებების შემუშავება-ჩატარების შესახებ.