გაფართოებული ძებნა


News image
ფერმერთა საყურადღებოდ!
თარიღი 08/08/2013

როგორც ცნობილია, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ფერმერებისთვის გაცემული სასოფლო-სამეურნეო (ნომინალური და კომბინირებული ) ბარათების მოქმედების ვადა ამოიწურა 2013 წლის 1 აგვისტოსს!

 

ტექნიკური ხარვეზის გამო, მცირე რაოდენობის ბენეფიციარებმა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათი მიიღეს ბარათების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ბენეფიციარებს ეძლევათ საშუალება მიიღონ კუთვნილი სარგებელი, რისთვისაც ბარათების მოქმედების ვადა გაგრძლედა 2013 წლის 20 აგვისტომდე. გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ზემოთქმული ეხება მხოლოდ სააგენტოს სპეციალურ სიაში მოხვედრილ ფერემერებს და მათთვის მომსახურების გაწევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეუძლია მხოლოდ შ.პ.ს ,,სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურს'', აგრომაღაზია ,,ფერმერი"-ს ოთხივე ფილიალს.

უკან



Copyright © 2013, სასოფლო საკონსულტაციო სამსახური


ვებ-გვერდის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. შინაარსზე პასუხს აგებს შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური“ და შესაძლოა ის არ ასახავდეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებს.