მიმდინარე წელს მოეწყო კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. წნისში. 3 ჰა ფართობზე დაითესა ჩევენი პარტნიორი, ჰოლანდიური კომპანიის ,,აგრიკო''-ს მიერ მოწოდებული ელიტა კლასის შვიდი ჯიშის კარტოფილი: სინორა, დესტინი, მუსტანგი, არიზონა, ფალუკა, სავიოლა, მარკიზი.
ნაკვეთში ტარდება ყველა შესამამისი ღონისძიება აგროვადების დაცვით. ამ ეტაპისთვის ნაკვეთი დამუშავებულია ჰერბიციდებით: მეტრიკი (აღმოცენებამდე), ტიტუსს +სარდონი (აღმოცენების შემდეგ), შეტანილ იქნა ფუნგიციდები: ნანდო პირველი მორწყვის შემდეგ , პარალეურად ჩაუტარდა დამატებითი კვება კალიუმიანი-აზოტიანი სასუქით, მეორე მორწყვისას დამუშავდა ტანოსით. აღსანიშნავია რომ რწყვა ტარდება დაწვიმებითი სისტემით.